ჩვენ შესახებ
SMARKETER HR არის Smarketer-ის ეკოსისტემის ნაწილი — ქართული ციფრული პროდუქტების ოჯახისა, რომელიც ბიზნესებს ყოველდღიურ ოპერაციებში ეხმარება. ჩვენ გვჯერა, რომ HR არ უნდა იყოს ქაღალდების, Excel-ფაილებისა და დაკარგული განცხადებების სამყარო.
ჩვენი მისიაა ქართულ კომპანიებს მივცეთ ინსტრუმენტი, რომლითაც პერსონალის მართვა გამჭვირვალე, სწრაფი და სამართლიანი გახდება — ხოლო HR სპეციალისტებმა დრო რუტინის ნაცვლად ადამიანების განვითარებას მოახმარონ.
პლატფორმას ვქმნით ადგილობრივი ბაზრის რეალობის გათვალისწინებით: ქართული ენა, ლარი, ადგილობრივი შვებულების წესები და შრომის ბაზრის სპეციფიკა თავიდანვე პროდუქტშია ჩაშენებული და არა მერე „მიკერებული“.
რას ვთავაზობთ ბაზარს
- HR პლატფორმა, რომელიც დანერგვისთანავე მუშაობს
- აუთსორსინგი და კონსალტინგი გამოცდილი პრაქტიკოსებისგან
- მუდმივი განვითარება — ახალი მოდულები კლიენტების საჭიროებებიდან იბადება