ანგარიშის და მონაცემების წაშლა
თუ გსურს შენი ანგარიშის ან მონაცემების წაშლა SMARKETER HR პლატფორმიდან, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
თანამშრომლისთვის
შენი მონაცემების მმართველი შენი დამსაქმებელია — წაშლის მოთხოვნით მიმართე შენი კომპანიის HR ადმინისტრატორს. ის ანგარიშს პლატფორმიდან წაშლის.
კომპანიისთვის
კომპანიის სამუშაო სივრცის სრული წაშლისთვის მოგვწერე კონტაქტის ფორმიდან ადმინისტრატორის ელფოსტიდან. მოთხოვნას დავამუშავებთ 10 სამუშაო დღეში: წაიშლება ყველა თანამშრომლის ჩანაწერი, დოკუმენტი და ისტორია.
წაშლის შემდეგ მონაცემების აღდგენა შეუძლებელია. საჭიროების შემთხვევაში წაშლამდე მოითხოვე მონაცემების ექსპორტი.