დასწრების ხელით აღრიცხვა ორ პრობლემას ბადებს: მონაცემი არაზუსტია (ივსება მოგვიანებით, მეხსიერებაზე დაყრდნობით) და ძვირია (HR-ის საათები ყოველთვიურად შემოწმებასა და შესწორებაზე იხარჯება).
1. ზუსტი მონაცემი რეალურ დროში
Check-in ღილაკი მოსვლისას — და ჩანაწერი უკვე სისტემაშია. დაგვიანება, ადრე წასვლა თუ გაცდენა ავტომატურად ფიქსირდება და აღარ საჭიროებს „აღდგენას“ თვის ბოლოს.
2. ტაბელი, რომელიც თავად იწერება
ნამუშევარი საათები დღეების მიხედვით ჯამდება და თვიური ტაბელი მზა სახით გენერირდება — ექსპორტი ბუღალტერიისთვის ერთი ღილაკია.
3. სამართლიანობა და ნდობა
როცა წესები ყველასთვის ერთია და მონაცემი გამჭვირვალე — ქრება „მას რატომ შეიძლება და მე არა“ ტიპის კონფლიქტები. თანამშრომელი საკუთარ ჩანაწერებს თავად ხედავს.